, ესპანეთში ითვლიან დაახლოებით 8000 ჯიშის მცენარეს. ოდესღაც ვრცელი ტყეებისაგან მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა, ძირითადად ჩრდილოეთში. მცენარეების საფარი ჩრდილოეთის ნესტიან და დანარჩენ მშრალ ნაწილში მკვეთრად არის განსხვავებული. ჩრდილოეთისათვის დამახასიათებელია ფართოფოთლოვანი ტყეები, ასევე არის ფოთოლმცვენი მუხა. “მშრალი” ესპანეთი ღარიბია ტყეებით, აქ გავრცელებულია მარადმწვანე მუხის ჯიშები, ასევე ხმელთაშუა ზღვის მცენარეები. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთის მთებში, გვხვდება შავი ფიჭვის ტყეები. “მშრალ” ესპანეთში ყველაზე მეტადა გავრცელებულია მარადმწვანე ხმელთაშუაზღვის ტიპის ბუჩქები და ნახევრად ბუჩქოვანი (გარიგები), ქვეყნის აღმოსავლეთში გარიგებს ენაცვლებამაღალი ბალახები. ესპანეთი ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი ფაუნით გამოირჩევა
No comments:
Post a Comment