TRANSPORTI

   ესპანეთში ფართოდაა გავრცელებული საავტომობილო მაგისტრალების ქსელი, რომელიცდაახლოებით 340 ათასი კმ–ს შეადგენს, ამასთან, 7 ათასი კმ დიდი გამტარობის მქონე მაგისტრალებია. მაღალსიჩქარიანი გზების მეშვეობით უპრობლემოდ შეგიძლიათ გადაადგილდეთ პირინეის მთებიდან ანდალუზიამდე როგორც ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ, ასევე მადრიდის გავლით, რომელიც ყველა სატრანსპორტო არტერიის მთავარ კვანძს წარმოადგენს. საერთაშორისო საავტობუსო მარშუტები მოსახერხებელი და ეფექტურია. არსებობს ავტობუსის მომსახურება, როგორც შორეულ ისე ახლო მარშუტებზე. ესპანეთის სარკინიგზო ხაზი გადაჭიმულია დაახლოებით 15 ათას კმ-ზე, რომლიდანაც 471კმ შეადგენს სწრაფმავალ გზას მადრიდისევილია (მოძრაობის სიჩქარე 250კმ/სთ), ასევე სწრაფი მატარებელი ტალგო(200 კმ/სთ) დადის მარშუტებზე მადრიდი-მალაგა და მადრიდი-კადისი. როგორც საავტომობილო, სარკინიგზო ქსელი რადიალურად იტოტება გადის მადრიდიდან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. მგზავრების გადაყვანა საზღვაო გზებით თანდათან მნიშვნელოვან მაჩვენებელს აღწევს ისეთ პორტებში, როგორიცაა ალხესირას პორტი (3,8 მილიონი ადამიანი), სეუტა (2,2 მილიონი) სანტა კრუს დე ტენერიფე (2,6 მილიონი). ხმელთაშუაზღვის კომპანია „ტრანსმედიტერია“ რეგულარულად ასრულებს მარშრუტებს პირინეის ნახევარკუნძულისა და აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილს შორის. საზღვაო ტრანსპორტში ჩართულია დაახლოებით 430 გემი. უცხოელი ტურისტების თითქმის მესამედი ესპანეთში სამოგზაუროდ ირჩევს საჰაერო ტრანსპორტს. ესპანეთის აეროპორტებში ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონი მგზავრი მოძრაობს (გადის). 42 აეროპორტიდან 34 ასრულებს რეგულარულ გადაზიდვებს ყველაზე მსხვილია მადრიდის აეროპორტი2009 წელს ბარახას აეროპორტით დაახლოებით 32,383,191 მგზავრმა ისარგებლა..

No comments:

Post a Comment