TURIZMI DA KULTURA

 2008 წლის მონაცემებით ესპანეთში 58,7 მილიონი ტურისტი ჩავიდა. ესპანეთი მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ესპანეთში მოგზაურობა ნიშნავს შეხვედრას მზესთან, შესანიშნავ სამზარეულოსთან, სტუმართმოყვარეობასა და სიცოცხლის სიხარულთან, ასევე შეხვდებით უძველესი ცივილიზაციის ნაკვალევს, თვალწარმტაც და უნიკალურ პეიზაჟებს. ესპანეთის მრავალფეროვანი ბუნება, გეოგრაფიული, კლიმატური და პეიზაჟების კონტრასტი მის ყველა რაიონში იგრძნობა.
 

ფლამენკო [რედაქტირება]

ფლამენკო (ესპანურად_Flamenco) არის ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრი,რომელიც წარმოიშვა ანდალუსიაში.საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მან XVIII საუკუნეში მიიღო.ფლამენკო ესპანურ,ბოშურ და არაბულ ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებით. ცეკვას თან ახლავს შეძახილები, ტაში, თითების ტკაცუნი, მამაკაცები ცეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით, ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობით.

   

კორიდა [რედაქტირება]

კორიდა სათავეს იღებს ბრინჯაოს ხანიდან და უკავშირდება პირინეის ნახევარკუნძულის მცხოვრებ იბერიელებს, რომლებიც ხარებს წმინდა ცხოველებად აღიქვამდნენ. თავიდან ხარის მოკვლა სპეციალური რიტუალი იყო. უკვე ესპანეთის ერთიან სახელწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ კორიდა მოსახლეობის ელიტარული ნაწილის გასართობი გახდა. თანამედროვე კორიდა გაჩნდა ანდალუზიაში. მასში მონაწილეობას იღებს ხარი 4-დან 6 წლამდე, მისი წონა არ უნდა იყოს 450 კგ-ზე ნაკლები.

 

No comments:

Post a Comment